Sign In
We'll never share your email with anyone else.
Reset Password

Enter your email address and we'll send you a link to reset your password.

Back to Sign In
William Levy

William Levy

ბიოგრაფია

დაიბადა 1980 წლის 29 აგვისტოს კუბაში. ლევი 14 წლის ასაკში მაიამიში გადავიდა. სწავლობდა საშუალო სკოლაში, რის შემდეგაც შეისწავლა ბიზნესის მართვა. ამის შემდგომ ლევი ლოს-ანჯელესში გაემგზავრა, რათა სამსახიობო ხელოვნება შეესწავლა და მსახიობობა განაგძო მაიამისა და მექსიკაში . 2003 წელს მან სასიყვარულო ურთიერთობა მექსიკელ-ამერიკელ მსახიობ ელიზაბეტ გუტიერესთან, რომელიც გაიცნო რეალითი შოუ Protagonistas de Novela 2-ში. 2006 წელს წყვილს შეეძინა პირველი შვილი ქრისტოფერ ალექსანდერი, ხოლო 2010 წელს გოგონა კეილი ალექსანდრა. 2011 წელს პრესაში გავრცელდა ინფორმაცია მათი დაშორების შესახებ, თუმცა წყვილი დღემდე ერთადაა. ლევი მუშაობდა მოდელად სააგენტოსთვის Next Models და მოგვიანებით მონაწილეობდა ორ რეალითი შოუში Isla de la Tentación და Protagonistas de Novela 2, რომლებიც გადიოდა Telemundo-ს ეთერში. მისი დებიუტი ესპანურ ენოვან არხ Univision -ზე შედგა Venevision International სერიალით Olvidarte Jamas. მოგვიანებით ის გამოჩნდა სერიალებში Mi Vida Eres Tu და Acorralada.2008 წელს მან ითამაშა პირველ ფილმში სახელწოდებით Retazos de Vida. პროდიუსერმა კარლა ესტრადამ იგი მიიწვია სერიალში Pasión სათამაშოდ, რის შემდეგაც ლევიმ ითამაშა მთავარი როლი Televisa-ს სერიალში Cuidado con el Angel მექსიკელ მომღერალ და სახიობ მაიტე პერონი-თან ერთად. სერიალი დაიწყო მექსიკაში 2008 წლის ივნისში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში სექტემბერში Univision-ზე. სერიალს ყოველ საღამოს საშუალოდ 45.7 მილიონი მაყურებელი ჰყავდა. 2009 წელს ლევიმ ითამაშა ტელენოველაში Sortilegio, სადაც პარტნიორობას უწევდა მსახიობი ჟაკლინ ბრაკამონტესი. 2010-2011 წელს ლევიმ შეასრულა მთავარი როლი სერიალში Triunfo del Amor, სადაც მას პარტნიორობა ისევ მაიტე პერონმა გაუწია. 2010 წელს ლევიმ ასევე ითამაშა პოპულარულ მექსიკურ სერიალში Mujeres Asesinas. უილიამ ლევი თამაშობს Jennifer Lopez-ის მეგობარ მამაკაცს მუსიკალურ კლიპში I'm Into You. მსახიობი აგრეთვე მოხვდა ჟურნალ People en Español გარეკანზე, რომელმაც ლევი წლის სექსუალური მამაკაცთა სიაში დაასახელა. 2013 წელს მსახიობმა ასევე ითამაშა სერიალ "შტორმში" სადაც პარტნიორობას ხიმენა ნავარეტე უწევდა.

  • ცნობილია: Acting
  • დაბადების დღე: 1980-08-29
  • დაბადების ადგილი: Havana, Cuba
  • ასევე ცნობილია: უილიამ ლევი